იენს სტოლტენბერგი – დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს მოკავშირეები, ზოგიერთი წევრის პოზიციის მიუხედავად, უკრაინისთვის არსებითი მხარდაჭერის აღმოჩენას გააგრძელებენ

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უნგრეთის, სა და ნიდერლანდების ახალი პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, ალიანსის მოკავშირეები უკრაინის დახმარებას განაგრძობენ.
კითხვაზე, შეიძლება თუ არა ითქვას, რომ ს დახმარება თანდათან ნელდება, იმის გათვალისწინებით, რომ სლოვაკეთი, ნიდერლანდები და უნგრეთი თავიანთ რიტორიკას ცვლიან, სტოლტენბერგმა უპასუხა:
„ჩვენ ვნახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია დახმარება. დავაკვირდი, რომ დახმარება უნდა გაიზარდოს და უნდა გაიზარდოს უზრუნველყოფის ტემპიც. ის ფაქტი, რომ ნატო-ს წევრები უზრუნველყოფენ მოწინავე რაკეტების, საჰაერო თავდაცვის სისტემების, თანამედროვე საბრძოლო ტანკების მიწოდებას – ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი თანამედროვე დახმარების მაგალითებია. დახმარებას ვუწევთ უკრაინას, რადგან ეს ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებშია. დარწმუნებული ვარ, რომ ნატო-ს მოკავშირეები გააგრძელებენ უკრაინისთვის არსებითი მხარდაჭერის აღმოჩენას“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, მოკავშირეები არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც აჩვენებენ, რომ გააგრძელებენ უკრაინის დახმარებას.

ასევე დაგაინტერესებთ