იემენის სანაპიროსთან 54 მიგრანტი დაიღუპა, ათობით კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება

იემენის სანაპიროსთან 54 მიგრანტი დაიღუპა, ათობით კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. როგორც Reuters წერს, ნავი იემენის სამხრეთ აბიანის პროვინციასთან ახლოს, არაბეთის ზღვაში ჩაიძირა.
პროვინციის ჯანდაცვის წარმომადგენელმა, აბდულ კადირ ბაჯამილმა, განაცხადა, რომ ბორტზე მყოფი დაახლოებით 150 ადამიანიდან 10 გადარჩა – ცხრა ეთიოპიელი და ერთი იემენელი, თუმცა ათობით ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
მაშველები სამძებრო სამუშაოებს კვლავ აგრძელებენ. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ იემენში აფრიკიდან ჩასული არალეგალური მიგრანტების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა კვლავ შეინიშნება.
მიგრანტები ყოველწლიურად კვეთენ ბაბ ელ-მანდების სრუტეს იმ იმედით, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებში სამუშაოს იპოვიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე