ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იემენელი ჰუსიტები იმუქრებიან, რომ ბრიტანული გემების ჩაძირვას გააგრძელებენ

იემენში ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების დაჯგუფებამ კვირას პირობა, რომ ადენის ყურეში ბრიტანული ხომალდების მიზანში ამოღებას გააგრძელებს. - ამის შესახებ ინფორმაციას reuters ავრცელებს. ჰუსიტების განცხადება მას შემდეგ ვრცელდება, რაც გუშინ, 2 მარტს, ბრიტანული სატვირთო გემი Rubymar-ი, რომელიც ჰუსიტებმა 18 თებერვალს დაბომბეს, წითელ ზღვაში ჩაიძირა.
"იემენი დამატებით ბრიტანული გემების ჩაძირვას გააგრძელებს". - წერს ჰუსიტების მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ალ-ეზი X-ზე გავრცელებულ განცხადებაში.
ბელიზის დროშის ქვეშ მცურავ ხომალდზე Rubymar იემენელმა ჰუსიტებმა იერიში 18 თებერვალს ბალისტიკური რაკეტით ბაბ ელ-მანდების სრუტეში მიიტანეს. თავდასხმის შემდეგ 12 დღის განმავლობაში გემი მიტოვებული იყო, თუმცა მისი უსაფრთხო პორტში გადაყვანა იგეგმებოდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.