“იდიოტი აქ არავინაა”; “ავადმყოფი რომ მიგვყავს, ორმოცი გზაში გვეწევა”; “ჯოჯოხეთში გვაცხოვრებთ”; “მოკლედ, @ლეები ხართ” – რას წერს ხალხი თბილისის მერს

თბილისის მერიის განცხადებას, რომლითაც გამოეხმაურნენ “ფლანგვის დეტექტორს” და გვერდს “ჩემი ქალაქი მკლავს” და წერეთლის გამზირის დასრულების ვადის სამი თვის გადაწევის შესახებ ინფორმაციას დეზინფორმაცი უწოდეს და დაწერეს, რომ გამზირის რეაბილიტაცია დათქმულ ვადაში, ანუ, 2024 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება, არაერთი ადამიანი გამოეხმაურა. მოქალაქეები თბილისის მერს მიმართავენ და წერენ, რომ თავად უყურებენ რა მდგომარეობაა წერეთელზე და არ სჯერათ ამ დაპირების და განსაკუთრებით კი არ სჯერათ იმის, რომ რეაბილიტაცია ნამდვილად ისე დასრულდება, როგორი დაპირებაც იყო და არა ფასადურად.
კომენტარების წყარო – თბილისის მერიის ოფიციალური გვერდი სოციალურ ქსელში, კომენტარები აღებულია მხოლოდ ერთი განცხადებიდან:
რაც კეთდება და ლამაზდება კარგია მაგრამ რეაბილიტირებული წერეთლის მაკეტი დადეთ თქვენს გვერდზე, ანუ როგორი იქნება სარემონტო.სამუშაოები რომ მორჩება. .. ტროტუარზე ფილების ნაცვლად “ასფალტს” რომ აგებენ ეს რა არის?.. უფრო სწრაფად რომ მორჩეს იმიტომ ხდება და სილამაზეს არააქვს მნიშვნელობა თუ ასფალტს ზემოდან დაეკრება ფილები? მართლა საინტერესოა ტროტუარზე ასფალტი. კომუნისტების დროს ხდებოდა ასე.. თან ამდენ მილიონიან ტენდერში
ღამე მუშაობენო და რამდენჯერაც გავიარე ალბათ 9-10 საათის მერე კაციშვილი არ მინახავს იქ მუშაობდეს. სამუშაოების ნახევარია დარჩენილი და თვენახევარში (იანვრის ბოლოს) დასრულდებაო, ანუ სუ 3-4 თვის ამბავი უნდა ყოფილიყო ესეიგი რეაბილიტაცია ხო ლოგიკურად?
დიღმის მასივში პარკიც 31 იანვარს უნდა დასრულდეს? 30 ნოემბერი გეწერათ 2023 წლის 30 ნოემბერი(!) და რა დღეა დღეს?! გაჩვენოთ პარკი თუ იცით როგორცაა? იდიოტი აქ არავინაა Kakha Kaladze
თემქაზე 50 მეტრი გზა (მთავარი) ვერ გააკეთეთ რვა თვეა.
მერმა რო ვიდეო ჩაწერა წერეთელზე ეგეც სრული სიცრუეა და არ ასახავს იმ რეალობას რაც აქ დაატრიალა . რა მდგომარეობაშიც ჩააგდო მოსახლეობა. რეაბილიტაცია კი არა ადამიანის არაფრად ჩაგდება და დამცირებაა ის რაც აქ ხდება, როგორ მდგომარეობაშიც ბავშვები დადიან სკოლებში და საბავშვო ბაღებში. მუდმივ საცობებზე,უწყლობაზე და უგაზობაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
ჯერ უკომენტაროდ… დაგიბრუნდებით 01.02.2024- ში. პ.ს რაც არ უნდა დაასრულოთ რაც ახლა წერეთელზე ხდება ხალხის უპატივცემულობაა სულ მინიმუმ, თხრაში და აყრაში ბადალი არ გყავთ და მერე 2 მუშაობს 5 უყურებს, ერთი ფიცარი ვერ იშოვეთ ამხელა ტენდერში 500-700 მეტრის დაშორებით მაინც რომ დაგედოთ. აი დღეს გადაიღეთ ტიკტოკ ედითი კარგი ამინდია “გაზმანული” იდეებისთვის.
თუ შეიძლება, პროექტი დალინკეთ, როგორი იქნება საბოლოოდ. დიდი ხანია, ველოდებით და ცოტა ხნის წინ შევნიშნე, ტროტუარზე ასფალტს ასხამდნენ…. იმედია, ფილებს გადააგებთ ზემოდან და ასე უშნოდ არ დატოვებთ…
ასფალტი გერჩიოთ. ყვითელი ფილები რომ დააგეს ჭავჭავაძეზე და მელიქიშვილზე, საშინლად სრიალებს და გადაგლესილია უკვე ჭუჭყისგან.
აქ ვინც ვცხოვრობთ ნერვული სისტემა კი მოგვენგრა და აწი @რაკში სარი გითხრიათ ძმებო.
მიკცევიჩის ქუჩის ხვნა-დაბარვა როდის უნდა დასრულდეს? კატასტროფა ხდება. რით ვერ დასრულდა?
უნივერსიტეტის ქუჩაზე საშინელება ხდება.
ბატონო კახი, უკვე გაუსაძლისია საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მარშალ გელოვანის (სოფლის მეურნეობის სამინისტროდან) დიდუბის მიმართულებით. მხოლოდ ერთი სამარშუტო ტაქსი დადის #531 და ისიც სულ დაკავებულია. იქნებ სამარშუტო ტაქსი ავტობუსით ჩაანაცლოთ, რომ ყველამ შეძლოს მგზავრობა.

ასევე დაგაინტერესებთ