იგორ ნარმანია – წალენჯიხის ბაზარში საზოგადოება საოცარი განწყობით გვხვდება და აცნობიერებს ევროპული ბენეფიტების ფასს, როგორიცაა 14 მილიარდი ევროს დახმარება, ძლიერი ოჯახი, ძლიერი საზოგადოება

წალენჯიხის ბაზარში საზოგადოება საოცარი განწყობით გვხვდება და აცნობიერებს ევროპული ბენეფიტების ფასს, როგორიცაა 14 მილიარდი ევროს დახმარება, ძლიერი ოჯახი, ძლიერი საზოგადოება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, იგორ ნარმანიამ განაცხადა.
იგორ ნარმანია პარტიის თავმჯდომარესთან, თინა ბოკუჩავასთან და პარტიის ლიდერებთან ერთად წალენჯიხის ბაზარში მოსახლეობას ხვდება.
„ჩვენ ახლა ვიმყოფებით წალენჯიხაში, სადაც საზოგადოება საოცარი განწყობით გვხვდება და სადაც საზოგადოება აცნობიერებს იმ ევროპული ბენეფიტების ფასს, როგორიცაა 14 მილიარდი ევროს დახმარება, ძლიერი ოჯახი, ძლიერი საზოგადოება, ძლიერი სტუდენტები, ძლიერი მოსწავლეები. წალენჯიხას ამის პრეცედენტი აქვს, სადაც დაინერგა სკოლის მოსწავლეებისთვის უფასო კვების პროგრამა. ის საქართველოს სხვა რეგიონების სკოლებისთვის 26 ოქტომბერს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გადამდები უნდა გახდეს“, – განაცხადა ნარმანიამ.
აღნიშნულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?