ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იგორ ნარმანია - ივანიშვილს უნდა ქვეყანა გააფორმოს რუსეთად, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე ქუჩაში

ივანიშვილს უნდა ქვეყანა გააფორმოს რუსეთად, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე ქუჩაში. შევეჩვიეთ დარბევასაც, ჩვენს მოკვლაზეც წამსვლელები არიან, მაგრამ ჩვენ ქვეყნის დაკარგვაზე მეტად არაფრის არ გვეშინია , - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ განაცხადა.
იგორ ნარმანიას განცხადებით, ძალიან ბევრი გაბრაზებული მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში, სხვა შემთხვევაში დაგვამარცხებენ.
„პირველ რიგში მე მივმართავ საზოგადოებას, რომლებიც ახლა შეიძლება ტელევიზორებიდან უყურებენ ამ ყველაფერს, გამოვიდნენ გარეთ, რათა საბოლოოდ გაფორმდა რუსული კანონი ქვეყანაში და უნდათ გააფორმონ ეს ქვეყანა რუსეთად, ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი და ძალიან მტკიცე, გაბრაზებული მოქალაქე დღეს თბილისის ქუჩებში. სხვა შემთხვევაში დაგვამარცხებენ, უნდა გავიმარჯვოთ, უნდა გავიმარჯვოთ ერთად და მხოლოდ და მხოლოდ მტკიცედ დგომა შველის ამ ყველაფერს. შევეჩვიეთ ამ დარბევებსაც, ალბათ ბოლოს მოგვკლავენ, ამაზეც წამსვლელები არიან, მაგრამ ჩვენ ქვეყნის დაკარგვის მეტად არაფერი არ გვაშინებს“, - განაცხადა იგორ ნარმანიამ, რომლის კომენტარსაც “ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.