ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იგეგმება სახელმწიფო „ეკონომიკის განვითარების ბანკის“ შექმნა

იგეგმება სახელმწიფო „ეკონომიკის განვითარების ბანკის“ შექმნა

ეს ირკვევა მთავრობის საიტზე გამოქვეყნებული დოკუმენტიდან - ირაკლი კობახიძის განკარგულებიდან, რომელიც ეხება პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებულ გეგმებს.
41-გვერდიან დოკუმენტში ამ საკითხს ერთი აბზაცი ეთმობა, საიდანაც ირკვევა, რომ „საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნება“.
· იქვე წერია, რომ სახელწოდებაში გამოყენებული იქნება ტერმინი „ბანკი“, თუმცა იგი „არ განახორციელებს კომერციული ბანკისთვის განსაზღვრულ ისეთ საბანკო საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ეროვნული ბანკის ლიცენზიას“.
· „აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი ცვლილებები უნდა აისახოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში“, - წერია დოკუმენტში.
ჯერჯერობით უცნობია, რა ფუნქცია ექნება განვითარების ბანკს, ვის დაექვემდებარება, რა მოდელზე იქნება დაფუძნებული და სხვა დეტალები. „ქართული ოცნების“ ლიდერებს ჯერ საჯაროდ არ უსაუბრიათ ამ ინიციატივაზე.
3 თებერვალს, საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე პარლამენტში „ქართული ოცნების“ სიით გაყვანილმა დეპუტატმა, „ევროპელი სოციალისტების“ ლიდერმა ილია ინჯიამ „სახელმწიფო ბანკის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა - „ქვეყნის სუვერენიტეტის კიდევ უფრო გამტკიცების მიზნით“.
მან ეს ინიციატივა წამოაყენა სასურსასო ფასების დარეგულირებაზე საუბრისას. „დარწმუნებული ვარ, ფასის შედგენაში დიდი მონაწილეობა ექნება საბანკო სისტემას და საპროცენტო განაკვეთს“, - თქვა მან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.