ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაშვილის საავადმყოფო „ბაკურიანი ციდას“ წყლით ბავშვის შესაძლო ინტოქსიკაციაზე განცხადებას ავრცელებს

იაშვილის საავადმყოფო „ბაკურიანი ციდას“ წყლით ბავშვის შესაძლო ინტოქსიკაციაზე განცხადებას ავრცელებს

იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო “ბაკურიანი ციდას” წყლით, ბავშვის შესაძლო ინტოქსიკაციაზე განცხადებას ავრცელებს:
“სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ინტოქსიკაციით იმყოფება 120 ბავშვი, არ შეესაბამება სინამდვილეს.
დღევანდელი დღის მონაცემებით ჩვენს საავადმყოფოში სავარაუდო ინტოქსიკაციის დიაგნოზით მკურნალობას გადის მხოლოდ ერთი პაციენტი.
შესაბამისი ორგანოების მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი ინტოქსიკაციის მიზეზები. ამ ეტაპზე ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია“

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.