„იარაღიანი პირი პროვოკაციას აწყობდა“ - ამბობენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები

საზოგადოებრივი მაუწყებლიდან პარლამენტისკენ მიმავალი მარშის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ უცნობი პირები პროვოკაციას უწყობდნენ და მათ საპროტესტო შეძახილებს შეურაცხმყოფელი გამონათქვამებით ეხმაურებოდნენ. დემონსტრანტების თქმით, ერთ-ერთ მათგანს იარაღიც ჰქონდა.
კონფლიქტი რუსთაველის გამზირის ერთ-ერთ მკვეთ ქუჩაზე - ბესიკის ქუჩაზე გამწვავდა.
„ამოვედით ფილარმონიასთან და იქედან ექვს-შვიდ კაციანი ჯგუფი აგვეკიდა და ჩვენს შეძახილებზე შეურაცხმყოფელ შეძახილებს აკეთებდნენ. აშკარად პროვოკაციულად იქცეოდნენ. ცდილობდნენ ჩვენს გამოწვევას ჟესტიკულაციითაც“, - უთხრა „TV პირველს“ მარშის ერთ-ერთმა მონაწილემ, გოტა ჭანტურიამ.
ვოდეოკადრებში ჩანს, რომ პოლიციამ დემონსტრანტების მიერ გამოვლენილი ახალგაზრდა კაცი, რომელსაც სავარაუდოდ იარაღო ჰქონდა, ადგილიდან საპატრულო ავტომობილით გაიყვანა. რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროში დეტალების გარკვევას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 სექტემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.