იაპონური გადამზიდი კომპანია Nippon Yusen-ი „ჰუსიტების“ თავდასხმების გამო წითელ ზღვაში მიმოსვლას აჩერებს
იაპონური გადამზიდი კომპანია Nippon Yusen-ი „ჰუსიტების“ თავდასხმების გამო წითელ ზღვაში მიმოსვლას აჩერებს.
ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური გადამზიდი კომპანიის წარმომადგენელი ავრცელებს.
„ჩვენ, ყველა გემით, რომლითაც ჩვენ ვსაქმიანობთ, წითელ ზღვაში ნავიგაცია შევაჩერეთ“, - განაცხადა Nippon Yusen-ის წარმომადგენელმა.
იაპონური გადამზიდი კომპანიის სპიკერმა განაცხადა, რომ წითელ ზღვაში გემების მიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება ეკიპაჟის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მიიღეს.
იაპონური მედიის ცნობით, გუშინ, კიდევ ორმა იაპონურმა გადამზიდმა კომპანიამ, Kawasaki Kisen-მა და Mitsui O.S.K.-მა წითელ ზღვაში გადაადგილება შეაჩერა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.