იაპონიის საგარეო მინისტრი უკრაინაში ჩადის

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოკო კამიკავა დღეს უკრაინას ეწვევა და კოლეგას, დმიტრო კულებას შეხვდება, – ინფორმაციას უკრაინული მედია იაპონიის საგარეო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ვიზიტის დროს იოკო კამიკავა კიდევ ერთხელ დაუდასტურებს უკრაინულ მხარეს, რომ უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით იაპონიის თანმიმდევრული პოლიტიკა უცვლელი რჩება.
გარდა ამისა, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი პირდაპირ აცნობებს უკრაინულ მხარეს, რომ იაპონია მტკიცედ გამოავლენს თავის ერთგულებას უკრაინის აღდგენისა და რეკონსტრუქციისადმი, მჭიდრო სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის ფარგლებში და 19 თებერვალს იაპონიაში გაიმართება იაპონია-უკრაინის კონფერენცია ეკონომიკური რეკონსტრუქციის ხელშეწყობის საკითხზე და ღონისძიებას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალიც დაესწრება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ