ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაპონიის პრემიერ-მინისტრი - იაპონიას ნატო-სთან და მის პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი

იაპონიას ნატო-სთან და მის პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი, - ამის შესახებ იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ ვაშინგტონში, ნატო-ს სამიტის დაწყების წინ განაცხადა.
„ევროატლანტიკური და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის უსაფრთხოება ერთმანეთისგან განუყოფელია. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და ჩრდილოეთ კორეასთან მისი სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავება ამის ძლიერ შეხსენებას წარმოადგენს. იაპონიას ნატო-სთან და მის პარტნიორებთან თანამშრომლობის გაძლიერება აქვს გადაწყვეტილი“, - განაცხადა ფუმიო კიშიდამ.
იაპონიის პრემიერის თქმით, ზოგიერთი ქვეყნის მცდელობას, დაარღვიოს დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, მსოფლიო არ უნდა შეურიგდეს. მისივე თქმით, "დღეს უკრაინა, ხვალ კი შეიძლება აღმოსავლეთ აზია იყოს".
ცნობისთვის, ვაშინგტონში, ნატო-ს საიუბილეო სამიტს იაპონიასთან ერთად, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის ლიდერებიც დაესწრებიან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.