იაპონიის პრემიერ-მინისტრი აშშ-ში დონალდ ტრამპს შეხვდება

იაპონიის პრემიერ-მინისტრი, შიგერუ იშიბა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა, სადაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, შეხვედრაზე მხარეები თავდაცვისა და ეკონომიკის საკითხებში თანამშრომლობის გაღრმავებას განიხილავენ.
ამასთან, იშიბა, სავარაუდოდ, შეეცდება განიხილოს იაპონური ინვესტიციები აშშ-ში, ისევე როგორც ორი ქვეყნის უსაფრთხოების ალიანსი აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, სადაც იაპონია ცენტრალური ქვეყანაა ვაშინგტონის უსაფრთხოების სტრატეგიაში.
„მინდა დავადასტურო პრეზიდენტთან შეხვედრაზე, რომ იაპონია და აშშ ითანამშრომლებენ ეკონომიკურ და უსაფრთხოების სფეროებში და რომ ჩვენ ერთად ვიმუშავებთ მშვიდობისთვის და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ თავისუფლებისა და ღიაობის განსავითარებლად“, – განაცხადა იშიბამ.
მისი თქმით, იმედოვნებს, რომ შეხვედრაზე დონალდ ტრამპთან ნდობას დაამყარებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!