იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან 3 მილიარდ დოლარს გადასცემს

იაპონია უკრაინას გაყინული რუსული აქტივებით უზრუნველყოფილ კიდევ 3 მილიარდ აშშ დოლარს გადაურიცხავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იაპონიის პრემიერ-მინისტრ შიგერუ იშიბასთან საუბრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა იაპონიის მთავრობას თავშესაფრების მშენებლობისთვის და ენერგეტიკული მოწყობილობებისთვის დამატებითი დახმარების გაწევისთვის.
უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერ-მინისტრს შობის ღამეს რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მასიური დაბომბვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მადლობა გადაუხადა იაპონიის მზადყოფნისთვის იმუშაოს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად.
შეგახსენებთ, ორი დღის წინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ აშშ-სგან მიიღო 1 მილიარდი დოლარი, რომელიც უზრუნველყოფილია გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან