პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაპონია კოსმოსურ ნაგავთან ბრძოლის საერთაშორისო წესებს შეიმუშავებს

იაპონია კოსმოსურ ნაგავთან ბრძოლის საერთაშორისო წესებს შეიმუშავებს

იაპონიის მთავრობა საერთაშორისო წესდების შემუშავებას გეგმავს, რომლის მიზანიც დედამიწის ორბიტის სახიფათო ფრაგმენტებისა და ნამსხვრევებისგან გაწმენდა იქნება. ინიციატივამ თანამგზავრებისთვის, კავშირგაბმულობის სისტემებისთვის, ნავიგაციისთვისა და დედამიწის დისტანციური ზონდირებისთვის რისკები უნდა შეამციროს.
ტოკიოში 2026 წლის ბოლომდე აპირებენ იურიდიული და საორგანიზაციო საკითხების სიის ჩამოყალიბებას და კოსმოსური ნაგვის შესახებ ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემების მექანიზმის შემუშავებას. პროექტი გაეროს ორგანიზაციებთან თანამშრომლობით განხორციელდება.
ევროპული კოსმოსური სააგენტოს მონაცემებით, დედამიწის ორბიტაზე დაახლოებით 3 ათასი არააქტიური თანამგზავრი და რაკეტების 2 ათასამდე ნამსხვრევი მოძრაობს. სხვა მონაცემებით კი, პლანეტის გარშემო სხვადასხვა ზომის 130 მილიონზე მეტი ობიექტი ბრუნავს. ეს კოსმოსური ნაგავი წამში 8 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს და პატარა ნაწილაკებსაც კი შეუძლიათ შეჯახების შემთხვევაში მომუშავე აპარატი მწყობრიდან გამოიყვანონ.
imedinews.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.