იაპონია თავის მოქალაქეებს მოუწოდებს, ისრაელში არ გაემგზავრონ

იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, ისრაელში არ გაემგზავრონ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, უწყება გადაწყვეტილების მიზეზად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებულ დაძაბულ ვითარებას ასახელებს.
ცნობისთვის, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლიბანში მყოფ თავის მოქალაქეებს მოუწოდა, ქვეყანა დატოვონ.
შეგახსენებთ, ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობა ბეირუთში „ჰეზბოლას“ მეთაურის, ფუად შუკრისა და თეირანში „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ გაიზარდა. ირანი და „ჰამასი“ ჰანიეს მკვლელობაში ისრაელს ადანაშაულებენ და „ჰეზბოლასთან“ ერთად შურისძიების პირობას დებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ