იაპონიაში 1 იანვარს მომხდარ მიწისძვრას ემსხვერპლა სულ მცირე ექვსი ადამიანი
იაპონიაში სულ მცირე ექვსი ადამიანი ემსხვერპლა ძლიერ მიწისძვრას, რომელიც ახალი წლის პირველ დღეს მოხდა, პოლიცია და ადგილობრივი მესვეურები 2 იანვარს, გამთენიისას აცხადებენ ნანგრევებიდან ამოტანილი ცხედრების შესახებ.
მიწისძვრა, წინასწარი შეფასებით, 7,6 მაგნიტუდის იყო და ის 1 იანვარს, ადგილობრივი დროით შუადღეს მოხდა - რის შედეგადაც დაინგრა შენობები, ათი ათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, სანაპირო არეალებიდან მოქალაქეებმა უფრო შემაღლებულ ადგილებზე გადაინაცვლეს.
ამავდროულად, მიწისძვრამ გამოიწვია 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღები იაპონიის გრძელ დასავლეთის სანაპიროზე და მეზობელ სამხრეთ კორეაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.