ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ, 90 წლის ქალი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს

იაპონიაში მომხდარი მიწისძვრიდან 5 დღის შემდეგ 90 წელს გადაცილებული ქალი 2-სართულიანი სახლის ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. მან ნანგრევების ქვეშ დაახლოებით 124 საათი გაატარა.
იაპონური მედიის ცნობით, ის ახლომდებარე საავადმყოფოშია გადაყვანილი. მედიკოსების თქმით, ქალს დაზიანებული აქვს ქვედა კიდურები.
შეგახსენებთ, რომ პირველ იანვარს ნოტოს ნახევარკუნძულზე მიწისძვრების სერია მოხდა. ყველაზე ძლიერმა, 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ, ერთ მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამის ტალღები გამოიწვია. იაპონიაში მიწისძვრის შედეგად 120-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.