არქივი3 იანვარი, 2024, 08:11
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა
იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაშავებულია 300-მდე ადამიანი, მათ შორის, 20-ის მდგომარეობა მძიმეა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მთავრობის განცხადებით, დაახლოებით 31 800 ადამიანი თავშესაფარში იმყოფება.
ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრა პირველ იანვარს მოხდა, სიმძლავრემ 7.6 მაგნიტუდას მიაღწია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.