იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

იაპონიაში ახალი წლის პირველ დღეს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა.
, რომელიც 1 იანვარს, ადგილობრივი დროით შუადღეს მოხდა, წინასწარი შეფასებით, 7,6 მაგნიტუდის იყო.
მიწისძვრამ იაპონიის ერთ-ერთ მთავარ კუნძულზე, ჰონსიუზე დააზიანა გზები, დაანგრია შენობები და ათიათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
სანაპირო არეალებიდან მოქალაქეებმა უფრო შემაღლებულ ადგილებზე გადაინაცვლეს.
მიწისძვრამ ასევე 1 მეტრამდე სიმაღლის ტალღები გამოიწვია იაპონიის დასავლეთის სანაპიროზე და მეზობელ სამხრეთ კორეაში.
სამაშველო სამუშაოებში, მეხანძრეების, მაშველებისა და პოლიციელების გარდა, იაპონიის არმიაც იღებს მონაწილეობას.
სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ასევე დაგაინტერესებთ