არქივი8 იანვარი, 2024, 20:09
იაპონიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 168-მდეა გაზრდილი
იაპონიის მთავრობის ცნობით, 1-ელ იანვარს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 168-მდე გაიზარდა. მძლავრ მიწისძვრას მოჰყვა ცუნამის ტალღა და ტურისტულ მხარეში ხანძრის გაჩენა.
სამძებრო და სამაშველო სამუშაოებს ხელს უშლიდა განმეორებითი ბიძგები.
მიწისძვრის შედეგად დაშავდა 665 და დაიკარგა 323 ადამიანი.
მიწისძვრის სიმძლავრემ 7.6 ბალს მიაღწია. სტიქიური უბედურების ეპიცენტრი ზღვაში, იშიკავას პრეფექტურასთან მახლობლად იყო.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.