ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაპონიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

იაპონიის მთავრობამ უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა და მასში 12 ფიზიკური პირი და 36 ორგანიზაცია დაამატა, - ინფორმაციას რუსული მედია იაპონიის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
იაპონიის მიერ დაწესებული პერსონალური სანქციები აქტივების აღმოჩენის შემთხვევაში მათ გაყინვას ითვალისწინებს .
სანქციების სიაში მოხვდნენ : ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „ატომფლოტი“, დუბნის მანქანათმშენებელი ქარხანა, სს "სახელმწიფო ტრანსპორტის სალიზინგო კომპანია", „ტინკოფ ბანკი“ და სხვა. სანქციების დაწესება ითვალისწინებს ტრანზაქციების აკრძალვას და ანგარიშების აღმოჩენის შემთხვევაში მათ გაყინვას.
გარდა ამისა, ახალი სანქციების პაკეტის ფარგლებში, წესდება რუსეთიდან ექსპორტის შეზღუდვები 29 ორგანიზაციისთვის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.