იან ლიპავსკი - ჩეხეთის მთავრობამ ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო ვალდებულებების შემოღება დაამტკიცა - ეს ზომა საქართველოს ოფიციალურ პირებთან უვიზო მიმოსვლას აჩერებს

ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა სავიზო ვალდებულებების შემოღება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იან ლიპავსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, შესაბამისი ზომა აჩერებს საქართველოს ოფიციალურ პირებთან უვიზო მიმოსვლას.
“ჩემი შეთავაზებით, [ჩეხეთის] მთავრობამ დაამტკიცა სავიზო ვალდებულებების შემოღება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის.
ასეთ რეაგირებას ვახდენთ ადამიანის უფლებების უპატივცემლობაზე, დემონსტრაციების დარბევასა და სამოქალაქო საზოგადოების დასუსტებაზე.
[აღნიშნული] ზომა საქართველოს ოფიციალურ პირებთან უვიზო მიმოსვლას აჩერებს”, - წერს ლიპავსკი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.