ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იანვარ-სექტემბერში ექსპორტშიც და იმპორტშიც პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია

იანვარ-სექტემბერში ექსპორტშიც და იმპორტშიც პირველ ადგილზე მსუბუქი ავტომობილებია

2025 წლის იანვარ-სექტემბერში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 2 003.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 38.9 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 276.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 5.4 პროცენტი), ხოლო სპირტიანი სასმელები მესამე ადგილზეა 200.7 მლნ. აშშ დოლარით (3.9 პროცენტი).
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2025 წლის იანვარ-სექტემბერში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 2 805.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 20.9 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 972.2 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები 510.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 3.8 პროცენტი).
წინასწარი მონაცემები საქსტატმა გაავრცელა

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.