ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 7.4%-ით, იმპორტი - 4.8%-ით გაიზარდა

იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 7.4%-ით, იმპორტი - 4.8%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 19 022.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 5.5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 5 468.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 7.4 პროცენტით), ხოლო იმპორტი 13 554.0 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 4.8 პროცენტით).
„საქსტატის“ ინფორმაციით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 8 085.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5 პროცენტია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.