არქივი13 ივნისი, 2024, 12:23
იანვარ-მაისში საგარეო ვაჭრობა 2.3%-ით შემცირდა
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 8.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3%-ით ნაკლებია.
აქედან, ექსპორტი 9.2%-ით შემცირდა და 2.27 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 0.5%-ით გაიზარდა და 6.15 მილიარდი მილიარდი აშშ დოლარი გახდა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მაისში 3.87 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46%-ია.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები 19 ივნისს გამოქვეყნდება.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.