არქივი14 ივლისი, 2025, 11:24
იანვარ-ივნისში საქართველოდან ექსპორტი 13.7%-ით, ხოლო იმპორტი 12.4%-ით გაიზარდა

2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 933.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 12.7 პროცენტით მეტია.
„საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 3 234.2 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 13.7 პროცენტით), ხოლო იმპორტი 8 699.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 12.4 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარ-ივნისში 5 465.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.8 პროცენტია.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.