არქივი20 აგვისტო, 2024, 14:11
იანვარ-ივლისში საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ყირგიზეთი, ხოლო საიმპორტო პარტნიორი თურქეთი იყო
2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 81.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (587.5 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (446.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (407.2 მლნ. აშშ დოლარი).
2024 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.9 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (1 519.7 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 020.6 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (991.2 მლნ. აშშ დოლარი). წინასწარ სტატისტიკას „საქსტატი“ აქვეყნებს.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.