ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია

იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატებია

2025 წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 39.7 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 10.2 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 29.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე, 25.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 6.5 პროცენტი).
წინასწარი მონაცემები საქსტატმა გაავრცელა

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.