იანვარში Airbus-ის შეკვეთები 26-ჯერ შემცირდა
ევროპულმა თვითმფრინავების მწარმოებელმა კორპორაცია Airbus-მა იანვარში 31 თვითმფრინავზე მიიღო შეკვეთა, რაც 26-ჯერ ნაკლებია გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელზე – 807 თვითმფრინავი.
2023 წლის იანვართან შედარებით ეს მაჩვენებელი 16,2%-ით შემცირდა.
ხოლო რაც შეეხება თვითმფრინავების მიწოდებას იანვარში ის თვიურ ჭრილში 3,7-ჯერ – 112-იდან 30-მდე შემცირდა. წლიური თვალსაზრისით ღირებულება 1,5-ჯერ გაიზარდა.
Airbus არის მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კოსმოსური და თავდაცვის კომპანია. იგი შედგება Airbus SAS განყოფილებებისგან, რომელიც აწარმოებს სამგზავრო თვითმფრინავებს, Airbus Defense და Space და Airbus Helicopters.
avianews.ge
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.