ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.2%-ით, $2 მილიარდამდე გაიზარდა

იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 39.2%-ით, $2 მილიარდამდე გაიზარდა

2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 006.3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 39.2 პროცენტით მეტია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, ექსპორტი 403.8 მილიონი აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 19.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 1 602.5 მოლიონი აშშ დოლარი – ზრდამ 45.4 პროცენტი შეადგინა.
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2025 წლის იანვარში 1 198.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 59.7 პროცენტია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.