ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იანვარში საგარეო ვაჭრობა გაიზარდა 39.3%-ით. ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ ორნიშნასთან საკმაოდ ახლოს იქნება - კობახიძე

2025 წლის იანვრის მონაცემებით, საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3 %-ით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძე მმთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ქვეყნისთვის.
„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი მაჩვენებელი - 2025 წლის იანვრის მონაცემები გამოაქვეყნა საქსტატმა და საგარეო ვაჭრობა გაზრდილია 39.3 %-ით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ჩვენი ქვეყნისთვის,“- განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ჯერჯერობით არ არის დაზუსტებული სახით გამოქვეყნებული იანვრის მონაცემები, თუმცა წინასწარი შეფასებით, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნასთან საკმაოდ ახლოს.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.