ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იანვარში ნავთობის მსოფლიო მოპოვება დღეში 1,4 მლნ ბარელით შემცირდა

იანვარში ნავთობის მსოფლიო მოპოვება დღეში 1,38 მლნ ბარელით შემცირდა და 101,45 მლნ ბარელი შეადგინა. ამის შესახებ ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA) იტყობინება.
სააგენტოს ცნობით, ეს 2022 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, რაც OPEC +-ის ჯგუფის ქვეყნების მიერ წარმოების შემცირებითა და აშშ-ის ჩრდილოეთ რეგიონებში ამინდის არახელსაყრელი პირობების გამო წარმოების შეფერხებამ განაპირობა. სავარაუდოა, რომ რეგიონში დაახლოებით 900 000 ბარელი დღიური წარმოება შეწყდა.
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) ნედლი ნავთობის მოპოვება იანვარში დღეში დაახლოებით 300 000 ბარელით შემცირდა და 26,7 მლნ ბარელს მიაღწია. ამ პერიოდში OPEC-ის არატრადიციული მოპოვება, გარდა ნედლი ნავთობისა, დაფიქსირდა 5,48 მლნ ბარელი დღეში.
ამრიგად, გასულ თვეში OPEC-ის ნავთობის მთლიანი მოპოვება დაახლოებით 32,2 მლნ ბარელი იყო დღეში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.