არქივი3 მარტი, 2025, 13:56
იანვარში, თბილისში ბინების გაყიდვები და ქირა შემცირდა - „თიბისი კაპიტალი“

2025 წლის იანვარში თბილისში 2,796 ტრანზაქცია განხორციელდა, რაც 2024 წლის იანვრის მაჩვენებელს 6%-ით ჩამორჩება. ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ აქვეყნებს.
„საშუალო გასაყიდმა ფასმა 1,223 $/კვ.მ შეადგინა და წლიურად 1%-ით გაიზარდა.
გასაქირავებელი ფასი 10.7 $/კვ.მ-ს გაუტოლდა, რაც 2024 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 12%-ით ნაკლებია.
ბაზრის მოცულობამ $225 მილიონი შეადგინა და წლიურად 5%-ით შემცირდა“, - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ ინფორმაციაში.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.