იანვარში ექსპორტი 19%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი 34.5%-ით შემცირდა

2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 597.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 24.2 პროცენტით ნაკლებია.
ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.
„ექსპორტი 480.4 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19.0 პროცენტით), ხოლო იმპორტი 1 117.0 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 34.5 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარში 636.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.9 პროცენტია“, – წერია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 19 თებერვალს.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო