არქივი24 ოქტომბერი, 2024, 13:09
იამალი "ელ კლასიკოს" წინ: "ბარსელონაში" გვჯერა, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდი ვართ

"ბარსელონას" ამომავალმა ვარსკვლავმა ლამინ იამალმა მოახლოებული "ელ კლასიკოს" წინ განაცხადა, რომ კატალონიური გრანდი ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოა.
"გუნდში გვჯერა, რომ ამჟამად მსოფლიოში საუკეთესოები ვართ და ამას ვამტკიცებთ. "რეალთან" მთელ ძალებს დავხარჯავთ და ყველაფერს ვიზამთ, რომ ამ მატჩში გავიმარჯვოთ", - ციტირებს იამალს CBS SPORTS.
შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველ "ელ კლასიკოს" "რეალსა" და "ბარსელონას" შორის 26 ოქტომბერს მადრიდის "სანტიაგო ბერნაბეუ" უმასპინძლებს.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.