იაკობ გოგებაშვილის შთამომავალი დააკავეს – ლაშა გოგებაშვილს ნაძვის ხის დაზიანებას ედავებიან

იაკობ გოგებაშვილის შთამომავალი ნაძვის ხის დაზიანების ბრალით დააკავეს. რუსთაველის გამზირზე მიტანილ რკინის კონსტრუქციაზე ლაშა გოგებაშვილმა ევროკავშრის დროშა დაკიდა მხოლოდ. ახალგაზრდა კაცს სახლთან ჩაუსაფრდნენ და ხელბორკილები დაადეს.
დაკავებულის ოჯახი ამბობს, რომ თუ ხელისუფლებაზე აქამდე მხოლოდ გაბრაზებულები იყვნენ, ახლა გამწარებულები არიან და აქციაზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა.
გუშინ ავიდა და დროშას უკეთებდა ნაძვის ხეს. ამ დროს ჩამოეკიდა ტოტს, ხელი მოკიდა და აბრალებენ ტოტის მოტეხვას და ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ? იტყვიან, მილიონი ღირს ეს ნაძვის ხე, ტოტი მოტეხა მილიონს და გაუშვებენ 9 წლიანზე უდანაშაულო ადამიანს, რომელსაც საერთოდ არასდროს არაფერი დაუშავებია. თუ ვიყავი გაბრაზებული, ახლა ვარ გამწარებული და ამას არ ვაპატიებთ, უფრო მეტნი გამოვალთ. არ არსებობს! ლაშა გოგებაშვილს რამდენი ხელიც დაერტყმება იმდენს არ ვაპატიებ, არ არსებობს! ის არის იაკობის შთამომავალი. გოგებაშვილებს იჭერენ, ილია ჭავჭავაძის შთამომავლებს იჭერენ, მსახიობებს იჭერენ, – ამბობს ოჯახის წევრი.
დაკავებულის ახლობლები ეჭვობენ, რომ გოგებაშვილი მხოლოდ ნაძვის ხეზე დამაგრებული დროშის გამო არ დაუჭერიათ. არსებობს ვარაუდი, რომ ოლიგარქის ხელისუფლება მას ინტერვიუს და მიხეილ ყაველაშვილის შეურაცხყოფას არ პატიობს.
პარალელურად, პოლიცია სახლებში დადის და აქტივისტებს გამოკითხვაზე იბარებს. ახალგაზრდები კი ოქმებს არ იბარებენ და საგამოძიებო უწყებებს უნდობლობას უცხადებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს