: 60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“, როცა წავიდა და მითუმეტეს მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია

60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“, როცა წავიდა და მითუმეტეს მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია, – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ხელისუფლება არჩევნების ჩატარების შემთხვევაში ხმების 60%-ს აიღებს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ამით თავს, ერთმანეთს და მხარდამჭერებს ამხნევებს.
„ოპოზიცია რომ მძიმე დღეშია, ეგ ისედაც ცხადია, ეჭვი არავის არ ეპარება, უბრალოდ, როცა ამას „ქოცები“ ამბობენ, მე ჩემს თავზე არ ვიღებ. როცა ამბობენ, რომ ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, პირველ რიგში იგულისხმება, რომ მათ იდეები არ გააჩნიათ და მე და ჩემი პარტია ამით განსხვავებულები ვართ.
რაც შეეხება 60%-იან ამბავს, 60 პროცენტი მაშინაც კი არ ჰქონია „ქართულ ოცნებას“, როცა ბიძინა ივანიშვილი წავიდა, და მითუმეტეს მაშინ ვერ ექნება, როცა დაბრუნება მოუწია. შესაბამისად, ისინი თავს, ერთმანეთს და მხარდამჭერებს ამხნევებენ.
მე მგონია, რომ საბოლოო ჯამში ხალხის გადასაწყვეტია, როგორ ქვეყანაში უნდათ ცხოვრება, „ქოც-ნაცურ“ ქვეყანაში თუ რამე განსხვავებულში“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი ყაზახეთის პრეზიდენტს – სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი მიღწევაა და დარწმუნებული ვარ, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ახალ შესაძლებლობებს შექმნის

კასიმ-ჟომარტ ტოკაევი – საქართველო განამტკიცებს საერთაშორისო პოზიციებს და აძლიერებს მისი, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონული პარტნიორის როლს – ბოლო წლებში ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა

ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში დაპირისპირებაზე – გული დამწყდა და ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი, ძალიან ცუდი იყო ქვეყნის იმიჯისთვის, რაც სხვა შეკითხვას მიჩენს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ჰქონდა ოპოზიციური პარტიის წევრებისგან ამ პროვოკაციას?