იაგო ხვიჩია - „ქართულმა ოცნებამ“ ბევრი იშრომა და იღვაწა იმისთვის, რომ სანქციები გამოემუშავებინა - „ოცნების“ გაუარესებული ქცევის დინამიკის გათვალისწინებით, სანქციებზე საუბარი ოდესღაც სერიოზულად დაიწყებოდა

„ქართულმა ოცნებამ“ ბევრი იშრომა და იღვაწა იმისთვის, რომ სანქციები გამოემუშავებინა - „ქართული ოცნების“ გაუარესებული ქცევის დინამიკის გათვალისწინებით, სანქციებზე საუბარი ოდესღაც სერიოზულად დაიწყებოდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიას თქმით, ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებზე ღია საუბარი არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს.
„ამ სანქციებს „ქართული ოცნება“ საკუთარი მესიჯბოქსით უპირისპირდება. ამბობს, რომ ოპოზიციას ეხმარებიან... სინამდვილეში, მათი არასწორი და არაპოლიტიკური ქცევების გამო ისჯებიან. ვერავინ იტყვის, რომ არ იცოდნენ, რომ ასე მოხდებოდა, რადგან წელიწადზე მეტია სწორედ ამაზე აფრთხილებდნენ“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.