ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაგო ხვიჩია - „ქართული ოცნების“ სიტუაცია მაგონებს მდგომარეობას, როდესაც „პრობლემა შიგ გაქვს და გარეთ ეძებ“ - ჯერ საკუთარი „ენჯეოებიდან“ დავიწყებდი ძებნას

„ქართული ოცნების“ ეს სიტუაცია მაგონებს იმ მდგომარეობას, როდესაც „პრობლემა შიგ გაქვს და გარეთ ეძებ" - ჯერ საკუთარი „ენჯეოებიდან“ დავიწყებდი ძებნას, - ამის შესახებ „გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოზიციას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაფინანსების წყაროები უნდა გაასაჯაროონ.
მისი თქმით, მმართველ პარტიას ყველაზე მეტი “ენჯეო” ჰყავს.
“ქართულ ოცნებას” ყველაზე მეტი “ენჯეო” ჰყავს ამ თვალსაზრისით, მეორე საპატიო ადგილზე კი გადიან “ნაცები”, მაგრამ ჯერ შენ [“ქართულ ოცნებას”] გაქვს ყველაზე პრობლემა და ამ პრობლემის გარეთ ძებნას არავითარი შინაარსი არ აქვს”, - განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, ენჯეო”, რომელსაც გამჭვირვალობის ეშინია, მხოლოდ “ქოცურია”
“რატომღაც მგონია, რომ აქამდეც არის ეს დოკუმენტები საჯაროდ ხელმისაწვდომი. სხვა რა დოკუმენტს გულისხმობს “ქართული ოცნება”, არ ვიცი. “ენჯეო”, რომელსაც გამჭვირვალობის ეშინია, მხოლოდ “ქოცური” “ენჯეოა”. სხვა რა ენჯეოს უნდა ეშინოდეს გამჭვირვალობის, როდესაც ლეგალურად იღებ, ამერიკული იქნება თუ სხვა ტიპის დონორებისგან ფულს”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.