ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაგო ხვიჩია - როცა მთავრობა ამბობს, რომ ევროკავშირის რეკომენდაციებს ასრულებს ან შეასრულებს, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მას „ეკაიფებიან“

როცა საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ ის ევროკავშირის რეკომენდაციებს ასრულებს ან შეასრულებს, ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს, რომ მას „ეკაიფებიან“ - ბუნებაში არ არსებობს რეკომენდაცია, რომელიც სრულდება ან შესრულდება! - ამის შესახებ დღეს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
"სამაგიეროდ, არაერთი მტკიცებულება არსებობს იმისა, რომ ხელისუფლება საკუთარ ხალხს უმოწყალოდ "ეკაიფება", - აღნიშნა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება არ მიდის კონსენსუსზე, მოლაპარაკებაზე და უპირატესობას ძალადობას ანიჭებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას ვეღარ მართავს და ყველაფრის დაქვემდებარებას უკვე ძალის გამოყენებით ცდილობს.
"ქვეყნის მართვას ძალადობა არ სჭირდება!
ჩვენ ცხადად ვხედავთ, რომ ადამიანების გასალახად ბრძანებებს ხელისუფლება გასცემს - ვიღაცაზე იტყვიან გასალახიაო, შემდეგ ვიღაც მივა, ადამიანებს გალახავს და საგამოძიებო უწყებები ამაზე თვალს ხუჭავენ", - დასძინა იაგო ხვიჩიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.