: ოპოზიციიდან არავის ვენდობი, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არ დამიჭერენ

„ოპოზიციიდან არავის ვენდობი, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, არ დამიჭერენ“, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ჩემი წარმოდგენით, რით უნდა იწყებოდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი საუბარი სასამართლოს შესახებ? – შეცდომის აღიარებით, რომ „რამხელა შანსი მოგვცა ქართველმა ხალხმა 2003 წელს, რომ გაგვეთავისუფლებინა ქვეყანა და საბჭოთა კავშირში დავტოვეთ იმით, რომ მურუსიძე „გამოვჩეკეთ“. თუ ამას არ ამბობ, შენი რა დავიჯერო? 

ნებისმიერ ოპოზიციაზე შემიძლია ამის თქმა, რადგან მე არ ვენდობი. მაგალითად, გახარიამ ორჯერ მე დამიჭირა და სამჯერ ვახო მეგრელიშვილი. იქნებ ისევ იგივე ხასიათზეა დღესაც? „ნაცებს“ როგორ ვენდო, როდესაც ვიცი, რომ ჩემნაირი პარტია, როგორიც დღეს არსებობს „გირჩი“, „ნაცმოძრაობის“ დროს ვერ იქნებოდა.

ხაზარაძეს როგორ ვენდო, რომ არ დამიჭერს? რა მაძლევს ამის გარანტიას?“, – აცხადებს tv პირველის ეთერში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია