ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაგო ხვიჩია: ირაკლი კობახიძის მინისტრებს რომ ნდობა გამოვუცხადო უმრავლესობაში უნდა გადავიდე და მე მგონი ...

ირაკლი კობახიძის მინისტრებს რომ ნდობა გამოვუცხადო უმრავლესობაში უნდა გადავიდე და მე მგონი, არავისთვის არანაირი საფუძველი არ მიმიცია, უმრავლესობაში გადასვლას რომ ვაპირებდე, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მთავრობის გუნდში შეცვლილ ორ ადამიანთან - ირაკლი კობახიძესთან და ირაკლი ჩიქოვანთან ექნებოდა კითხვა იმის შესახებ, "თუ რა არ მოსწონდათ წინამორბედებში და რას შეცვლიან".
"ჩვენ ამ მინისტრებს ყოველ თვე პერიოდულად ველაპარაკებოდით. იგივე მინისტრებია მოგეხსენებათ, ორი ადამიანია სულ ახალი და ამ ორ ადამიანთან თუ რამე შეკითხვა მექნებოდა, მექნებოდა ის, რომ რა არ მოსწონდათ წინამორბედში და რას შეცვლიდნენ. რა იქნება იმ დარგში ახალი, რაც ჩაიბარეს," - განაცხადა ხვიჩიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.