ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაგო ხვიჩია: ზურა ჯაფარიძე თუ არ შეგვიშლის ხელს, ბარიერს გადავლახავთ

პარტია „გირჩი“ მარტო და 36 ნომრით გავა არჩევნებზე, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ოპოზიციონერი აცხადებს, რომ მისი პარტია არავისთან კოალიციაში ყოფნას არ აპირებს.

ხვიჩია დარწმუნებულია, რომ პარტია „გირჩი“ 2024 წლის არჩევნებში ბარიერის გადალახვას შეძლებს.

„ჩვენ 100%-იანი შანსი გვაქვს არჩევნებში ბარიერის გადალახვის, თუ ზურაბ ჯაფარიძე არ შეგვიშლის ხელს.  ზურაბ ჯაფარიძის პარტია მხოლოდ იმისთვის არსებობს, ჩვენ შეგვიშვალოს ხელი, არანაირი სხვა დანიშნულება კეზერამაც კი იცის დამფინანსებელმა, რომ არ გააჩნიათ. 7 „ნაცური“ პარტია არსებობს და ჯერ ისინი გაერთიანდნენ.

არასდროს დაგვიშვია, რომელი პარტიასთან წინასაარჩევნოდ შევძვრებოდით კოალიციაში და იმით გადავლახავდით ბარიერს. ჩვენ სხვა პარტიების იმედი არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს ქართველი ხალხის იმედი. დარწმუნებული ვარ, ქართველ ხალხს უნდა ჩვენ ისევ გვნახონ პარლამენტში და ქართულ პოლიტიკაში“, - აცხადებს ხვიჩია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.