ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაგო ხვიჩია - ამჯერად სანდრო რაქვიაშვილი დაათვალიერებს პრეზიდენტის სასახლეს, გამოვა და ცივ წყალს გადაასხამს იმ ხალხს, ვისაც დიდი მოლოდინი აქვს, რომ იქ ოპოზიციური ერთობა შედგება

ამჯერად სანდრო რაქვიაშვილი დაათვალიერებს პრეზიდენტის სასახლეს, გამოვა და ცივ წყალს გადაასხამს იმ ხალხს, ვისაც დიდი მოლოდინი აქვს, რომ იქ ოპოზიციური ერთობა შედგება, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც პრეზიდენტთან მიმდინარე შეხვედრებს გამოეხმაურა.
ხვიჩიას განცხადებით, ჯერ "გირჩის" წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მიუწვევიათ.
„ჯერ არავინ გამოჩენილა, ჩვენ როგორც ყველაზე გემრიელ ლუკმას, ალბათ, ბოლოსთვის გვინახავენ ან ეს ჩემი ბოლო პერიოდის განცხადებებზე გაბრაზებას უნდა მივაწეროთ. ამჯერად სანდრო რაქვიაშვილი დაათვალიერებს პრეზიდენტის სასახლეს, ეს მოლოდინი გვაქვს. გამოვა, ამბავს მოგიყვებათ და ცოტა ცივ წყალს გადაასხამს იმ ხალხს, ვისაც დიდი მოლოდინი აქვს, რომ იქ ოპოზიციური ერთობა შედგება,"- განაცხადა ხვიჩიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.