ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაგო კაჭკაჭიშვილი: ხელისუფლებამ მედიისთვის სასამართლო სხდომები ჩაკეტა; იფიქრა, ამით გაანელებდა საზოგადოების ინტერესს და მიმდინარე ქეისების რეზონანსულობას. პირიქით მოხდა

იაგო კაჭკაჭიშვილი: ხელისუფლებამ მედიისთვის სასამართლო სხდომები ჩაკეტა; იფიქრა, ამით გაანელებდა საზოგადოების ინტერესს და მიმდინარე ქეისების რეზონანსულობას. პირიქით მოხდა
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი:
ხელისუფლებამ მედიისთვის სასამართლო სხდომები ჩაკეტა; იფიქრა, ამით გაანელებდა საზოგადოების ინტერესს და მიმდინარე ქეისების რეზონანსულობას.
პირიქით მოხდა: ახლა სასამართლო სხდომებიდან დამკვირვებელთა “საველე” ჩანაწერები ვრცელდება. ეს ჩანაწერები არ არის უბრალოდ ფაქტების აღწერა, მათ აქვს ემოციური დამატება - სუბიექტური შთაბეჭდილებები, რომლებიც ფაქტებს უფრო შთამბეჭდავს და ჰეროიკულს ხდის.
კი, ასეა: მზია ამაღლობელის “ნატურალური იმიჯის” გაქრობამ მის ბიოგრაფიულ კონტექსტს კიდევ უფრო მეტი ხიბლი შესძინა.
თუ დავაკვირდებით, ესაა სწორედ ისტორიისა და ისტორიკოსის პროფესიის უპირატესობა: ფაქტები ცოცხალ ნიმუშებად აქციოს - ერთგვარ ნიშანსვეტებად, რომლებიც არ ხუნდება და კვლავიწარმოება თაობებში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.