ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაგო კაჭკაჭიშვილი: ეს აღარ არის ავტორიტარიზმი, ეს უკვე დიქტატურის განზრახვაა

"ივანიშვილი აპირებს აკრძალოს ოპოზიციური პარტიები („კრებსითი ნაცმოძრაობის“ იარლიყით).
ივანიშვილი ქვეყნის მტრებად და აგენტებად აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და კრიტიკულ მედიას და მათი აკრძალვაც სურს (საწყისი კანონი ძალაში შევიდა უკვე).
ივანიშვილმა ევროპა და აშშ გამოაცხადა რაღაც აბსურდული საერთაშორისო „გლობალური ომის პარტიის“ მძევლებად და საქართველოს სუვერენიტეტის მტრებად. მათთან მისასვლელი გზა ფაქტობრივად ჩაკეტა, ხოლო კონსტიტუციიდან ევროატლანტიკური მისწრაფების ვალდებულების ამოსაღებად კონსტიტუციურ უმრავლესობას ითხოვს და ელოდება.
ამ დროს:
ა) ქართული ოცნების ამომრჩეველი, უკვე 2016 წლიდან, არ არის მოსახლეობის უმრავლესობა.
ბ) მოსახლეობის უმრავლესობას სტაბილურად სურს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება.
გ) არასამთავრობო ორგანიზაციები და კრიტიკული მედია ნდობით სარგებლობს საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში.
რა გამოდის?
ივანიშვილს უნდა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის ნება გადახაზოს, გააუქმოს. ეს აღარ არის ავტორიტარიზმი, ეს უკვე დიქტატურის განზრახვაა (ჯერჯერობით, მხოლოდ განზრახვა).
ამ განზრახვას სისრულეში მოყვანა სჭირდება. აქვს ამის რესურსი ივანიშვილს? ამაზე მსჯელობა ახლა შორს წაგვიყვანს.
ჩემს რწმენაზე ვიტყვი მხოლოდ: დიქტატურის დამყარების ნებისმიერი მცდელობა საქართველოში იქნება მხოლოდ დიქტატურის კარიკატურა და, შესაბამისად, უდღეური მცდელობა. და მჯერა, ამას არა მხოლოდ ოპოზიციური ამომრჩეველი, თვით ქართული ოცნების ამომრჩევლების მნიშვნელოვანი ნაწილი არ დაუშვებს,"  - წერს სოციალურ ქსელში სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.