ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იაგო კაჭკაჭიშვილი: დიახ, საზოგადოებრივი აზრის ყველა შესაბამის კვლევაში საქართველოს #1 მტრად დასახელებულია რუსეთი (70%-80%-ის ფარგლებში)

იაგო კაჭკაჭიშვილი: დიახ, საზოგადოებრივი აზრის ყველა შესაბამის კვლევაში საქართველოს #1 მტრად დასახელებულია რუსეთი (70%-80%-ის ფარგლებში)
სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი:
დიახ, საზოგადოებრივი აზრის ყველა შესაბამის კვლევაში საქართველოს #1 მტრად დასახელებულია რუსეთი (70%-80%-ის ფარგლებში).
ყველა კვლევაში მაღალია საქართველოში ბოლო წლებში შემოსული და დამკვიდრებული რუსეთის მოქალაქეების მიმართ უნდობლობა და სოციალური დისტანცია: მნიშვნელოვანი ნაწილი ემხრობა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის, ბიზნესის რეგისტრაციისა და უძრავი ქონების შეძენის შეზღუდვას.
მაგრამ.... ეს არ არის ქსენოფობია (იგივე - რუსოფობია), ანუ ეთნიკურ ნიადაგზე რუსების ზიზღი და მიუღებლობა.
ამაზე მეტი არგუმენტი რა გინდათ? საქართველო დეტალურად აგროვებს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სტატისტიკას, რომელიც არ აჩვენებს საქართველოში რუსების წინააღმდეგ ფართოდ გავრცელებული ან სისტემური ძალადობის ფენომენს. და თუ ძალადობის ცალკეული ეპიზოდები არსებობს (გავიხსენოთ თელავის სასტუმროს შემთხვევა), ეს უფრო მეტად არის რეაქცია რუსების მხრიდან ცინიკურ დამოკიდებულებაზე და არა - ქართველების ინიციატივა.
ამდენად, ანტირუსული განწყობები უნდა აღიწეროს არა როგორც რუსოფობია, არამედ ანტიკრემლისტური, ანტიოკუპაციური ან რუსეთის სახელმწიფოს მიმართ მტრული დამოკიდებულება.
და დღეს ქ/ოცნება მოითხოვს ამ ანტიოკუპაციური განწყობების აკრძალვასაც. თვით ერეკლე მეორე გადაბრუნდებოდა საფლავში!
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.