“თქვენ ხელი მოაწერეთ ჩემი შვილის მომავლის განადგურებას“ - ნანკა კალატოზიშვილი

სოციალურ ქსელში მსახიობი, ნანკა კალატოზიშვილი, ეხმაურება.
“არასდროს ვშლიდი ფეისბუქიდან ნაცნობებს, განსხვავებული აზრის გამო. მაინც ერთ ქალაქში უნდა ვიცხოვროთ ფიქრებით. მაგრამ ეს აღარაა განსხვავებული აზრი, ეს განსხვავებული მენტალობა,ფასეულობები და ზრახვებია. ვერანაირად ვერ გადავეკვეთებით აწი ერთმანეთს. ვერასდროს ვერ გაგამართლებთ. თქვენ ხელი მოაწერეთ ჩემი შვილის მომავლის განადგურებას.
ხოდა კეთილი ინებეთ, ვინც მიიღებთ ამას საკუთარ თავზე, კიდე ზედმეტი უხერხულობა რომ თავიდან ავიცილოთ, თავად ამოეშალეთ ჩემი მეგობრებიდან ისე, რომ ერთმანეთს არც აქ აღარ გადავეყაროთ. ადამიანებს როცა პატივს აღარ სცემ, იმათთან არც რამის განხილვას აქვს უკვე აზრი!“, – წერს ნანკა კალატოზიშვილი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.