ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“თქვენ ხართ ბევრნი, თქვენ გაიმარჯვეთ – არჩევნები გაყალბდა” – პრეზიდენტი

“თქვენ ხართ ბევრნი, თქვენ გაიმარჯვეთ – არჩევნები გაყალბდა” – პრეზიდენტი

პრეზიდენტმა მადლობა უთხრა მოქალაქეებს, არჩევნებზე დამკვირვებლებს, ჟურნალისტებს არჩევნებზე გაწეული შრომისათვის და თქვა:
თქვენ ხართ ბევრნი, თქვენ გაიმარჯვეთ და არავის აქვს უფლება წაგართვათ ევროპული მომავალი. ეს იყო ტოტალური გაყალბება, წართმევა ხმების, გამოყენება გაყალბების ყველა ხერხის. ვიყავით მოწმე რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ახალი ხერხის. რამოდენიმე თვის წინ მიღებულ იქნა რუსული კანონი, ამ ხელისუფლების მიერ, რომელსაც ახლა დავარქმევ ძალაუფლებას და არა ხელისუფლებას. მიღებულ იქნა კიდევ სხვა კანონები, რომლებიც ხელს უშლის ევროინტეგრაციას. ეს იყო რუსული არჩევნები. ჩვენ წაგვართვეს არჩევნების კონსტიტუციური უფლება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.